9 მაისი გორში

nnგორში, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69 წლისთავთან დაკავშირებით, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრადიციულად, სამამულო ომის მონაწილეები 12:00 საათზე, გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბნენ და წარსული გაიხსენეს. მათ საპატივისაცემოდ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა ლამაზი ღონისძიება მოაწყო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღეს მიულოცეს და დიდების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

vv

გორის მუნიციპალიტეტის საჩუქარი თეატრის მსახიობებს

lგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა კობერიძემ სპექტაკლ „საწვავის“ შემოქმედებით კოლექტივს (3 მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი) წარმატება მიულეცეს და თითოეულ მათგანს საჩუქრად ფულადი თანხა 200-200 ლარი გადასცეს. ll
აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ბათუმში თეატრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისიებაზე 3 პრიზი აიღო: კახა ბერიძემ – მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, სოფი მაიერმა – წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის,
ვახტანგ ჩაჩანიძემ – მეორე პლანის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
ტრადიციულად თეატალური საზოგადოება მთელი წელი მუშაობს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა ამ დღისთვის საიდუმლოდ ინახება.

აზერბაიჯანელებისა და ქართველი მოსახლების მეგობრული შეხვედრა და მემორანდუმი კულტურის სახლსა და ქესალოს N1 სკოლას შორის

DSCN6212კალიგრაფიისა და მხატვრუი კითხვის კონკურსი ქ.გორის გარდა მარნეულშიც მიმდინარეობდა, სადაც გამოავლინეს გამარჯვებული აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომელბიც 14 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზბულ ღონისძიებათა ციკლს ესტუმრნენ.

პირველი აქტივობა ექსკურსია იყო იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობასDSCN6226.მათ გაიცნეს ერთმანეთი და მოეწყო პოეზიის 5 წუთი მოწვეულმა სტუმრებმა ქართულად წაიკითხეს ლექსები და გამოთქვეს საკუთარი მოსზრება.

ექსკურსიის შემდეგ დაათვალიერეს ეთნოგრაფიული მუზეუმი და არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს სადაც უკეთ გაიცვნეს ერთმანეთი ახალგაზრდებმა.
აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის მოეწყო 3Dფორმატში ფილმის ჩვენება და დღის მეორენახევარში დაიწყო ასფალტზე ხატვა, სადაც მთელი ქალაქის მასშტაბით იყვნენ ახალგაზრდები ჩართულნი სიმბოლ ურად დახატეს ანბანის ასოები რომლებიც კიდევ ერთხელ ეხმიეანებოდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 5 საათზე კი დაიწყო ღონისძიება, სადაც დააჯილდოეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.თესალოსა და შიდაქართის მასშტაბით კალიგრაფიასა და მხვატვრულ კითხვაში გამარჯვებული ახალგაზრდები. ამ ღონისძეიბაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს კულტურის სახლსა და ქესალოს N1 სკოლას შორის.

გორში დედა ენის დღე აღნიშნეს

გვახსოვდეს 9 აპრილი…

 10152503_615958275159082_7214595857421802967_n25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.
ეს დღე ქართველ ხალხს როგორც ეამაყება ისე სტკივა და სწორედ ამ დღის მარადიული ხსოვნისთვის  ქ.გორში არაერთი ღონისძიება მოეწყო.
  “9 აპრილის სკვერში” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გორის საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს და დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა, აგრეთვე გორის კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა  ,,რექვიემი”.  მოეწყო ფოტო გამოფენა სახელწოდებით ,,საბჭოთა ეპოქის შავ-თეთრი ფურცლები“, დოკუმენტური ფილმის ჩვენება “9 აპრილის საიდუმლო” და დისკუსია 25 წლის წონ მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
 ვისურვებდი, რომ გმირულად დაღუპული ადამიანების მიერ სისხლით მოტანილი ქვეყანა დაგვეცვას და მუდამ მხნედ ვყოფილიყავით, რადგან ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა “ენის მამულის და სარწმუნოების”.

 

ანტინარკოტიკული კამპანია შიდა ქართლში

7 აპრილს  შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იაგო საური, გორის რაიონული სამმართველოს უფროსი, ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, გორის მე-7 საჯარო სკოლისმოსწავლეებს შეხვდნენ. მათ უფროსკლასელებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს. შეხვედრას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, ექიმი-ნარკოლოგი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო, რომლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა ე.წ. „ბიო“-ს მოხმარებისთვის დამახასიათებელი პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, 24 მარტს დაიწყო. კამპანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

წაიკითხე და გაუშვი სამოგზაუროდ “მოხეტიალე წიგნები”

  10173580_1406399529630246_259209275_nდღეს ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი იდეები მოსდით თურმე, ნუ იტყვით და, ჯაბა ზარქუას გადასარევი იდეა მოსვლია თავში: “ერთი ასეთი იდეა მაქვს, პირობითად დავარქვათ “საჯარო ბიბლიოთეკა” :დ
მოკლედ, გაგვაქვს წიგნი ქუჩაში (მე ჩემსას გავიტან და საკუთარ თავსაც წავეხმარები ბარემ ოდნავ :))) ) და ვდებთ სადმე – მეტროს ამოსასვლელში, ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, პარკში, ინსტიტუტის წინ და ა.შ. ზედ დავაწერ “წაიკითხე და არ დაიტოვო, არც არავის მისცე – დადე ქუჩაში” და მივაგდებ. საინტერესოა რა გზას გაივლიან. იქნებ უკან დაგიბრუნდეს წლების მერე, ან საერთოდაც გლდანის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს ან ვინმემ დაიტოვოს ან რავი.
მე რომ ასე მეპოვა წიგნი ქუჩაში, ძაან გამისწორდებოდა და ჩავერთვებოდი თამაშში.
მოგწონთ? შემომიერთდებით? :)) ერთი ნებისმიერი წიგნი გავიმეტოთ, “დავაბინძუროთ” ქუჩები ;))

მის იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველები საკუთარი თაროებიდან წიგნებს ათავისუფლებენ და თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, გორის, ფოთის ქუჩებში სახეტიალოდ უშვებენ.
10151867_817471511602504_962308378_n3 აპრილს მოხეტიალე წიგნების აქციამ  ქ.გორში ჩამოაღწია და ბაკურს სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით მოეწყო მაშტაბური აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა წიგნის როლის პოპულარიზაციას,  მთელი ქალაქი მათ შორის: ლიდერთა ქსელის, საზოგადოება ბილიკის, ლიდერთა სახლისა და მუნიციპალიტეტის ლიდერები და აქტიური ადამიანები ჩაერთვნენ. მათ  წიგნები გაუშვეს სამოგზაუროდ “რათა იპოვოს წიგნმა პატრონი და წაიკითხოს, ხოლო შემდეგ კვლავ გაუშვას”      ^_^ მოგიწოდებთ თქვენ ჩაერთეთ ამ აქციაში და დათმეთ წიგნები კეთილი საქმისთვის.

 

 

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე

10155931_611832185571691_665975190_nსისხლის ჩაბარების ერთობლივი აქცია   1 აპრილს, 10 საათიდან 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში გაიმართა Active International Movement – AIM ის, “ევროპის მოქალაქის” და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,სისხლის ჩაბარების ერთობლივი აქცია იაშვილის ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური განყოფილების ბავშვებისთვის10154156_611845802236996_1048806663_n. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში წევს 7 წლის თემო ცერცვაძე, მთელი თსუს სტუდენტობა მობილიზებულია, იაშვილში დონორობის მსურველთა რიგებია და უფლის წყალობით პატარა თემო ცერცვაძეს დიდი შანსი აქვს რომ მალე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მასთან ერთად კლინიკაში წევს 2 ბავშვი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებიდან, ერთ მათგანს კი ბებიის გარდა არავინ ყავს, ისიც ვერ ტოვებს ბავშვს მარტო რომ გამოვიდეს და დონორები მოიძიოს.ბავშვებისთვის სისხლი საჭირო იქნება ჯერ კიდევ დიდხანს, სანამ წარმატებით არ დასრულდება მკურნალობის პროცესი. სწორედ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, ჩატარდა ეს საქველმოქმედო აქციაც, სახელწოდებით: ,, ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე”.550337_611833215571588_184794972_n